19 ნოემბერი 2024,   14:39
ვრცლად
"როგორც პროკურატურას არ ვენდობი, ისე არ ვენდობი სასამართლო სისტემას" - ხატია დეკანოიძე გამოკითხვაზე

საქალაქო სასამართლოში არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე, გამოძიების ფარგლებში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, ამჯერად ხატია დეკანოიძე იკითხება.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს - ამბობს, რომ არცერთი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტის იმედი არ აქვს.

"ისევე, როგორც პროკურატურას არ ვენდობი, არ ვენდობი სასამართლო სისტემას. ეს არის ჩემი ძალიან მყარი შინაგანი რწმენა, ისევე, როგორც საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქის. სასამართლომ არაერთხელ მოისმინა ის ყველაფერი, რაზეც არა მხოლოდ მე, არამედ ათასობით დამკვირვებელი საუბრობს. ძალიან ბევრ ადამიანს საკუთარი თვალით აქვს ნანახი, როგორ აყალბებდნენ არჩევნებს, როგორ იყო დარღვეული ხმის ფარულობა პრაქტიკულად ყველა უბანზე და როგორ არ ცნობს ჩვენი ქვეყნის არცერთი საერთაშორისო პარტნიორი ამ არჩევნებს", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმის გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი უკვე დაკითხა - გამოძიება პროკურატურამ ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

დღის ამბები