24 ნოემბერი 2024,   13:47
ვრცლად
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პარიზისთვის კიევის მხარდაჭერაში "წითელი ხაზები" არ არსებობს, მათ შორის, რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების საკითხშიც

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ პარიზისთვის კიევის მხარდაჭერაში "წითელი ხაზები" არ არსებობს, მათ შორის, რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების საკითხშიც, - ამის შესახებ ბარომ "ბიბისის" განუცხადა.

საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, უკრაინას შეუძლია, გამოიყენოს ფრანგული შორ მანძილზე მოქმედი იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების წინააღმდეგ თავდაცვითი მიზნებისთვის.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, საჭიროების შემთხვევაში, საფრანგეთმა ომში საკუთარი ჯარები ჩართოს, ბარომ თქვა, რომ პარიზი "არცერთ სცენარს არ გამორიცხავს".

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.

დღის ამბები