24 ნოემბერი 2024,   14:39
ვრცლად
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით, 34 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, მათ შორის 27 - კურსკში

ვითარება უცვლელია უკრაინაში - ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ გასულ ღამით, კიევის თავზე 10-ზე მეტი რუსული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ კი ქვეყნის ტერიტორიაზე 34 უკრაინული დრონი ჩამოაგო - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 27 უპილოტო საფრენი აპარატი კურსკის ოლქის ტერიტორიაზე გაანადგურეს, 4 - ლიპეცკის, 2 ბელგოროდის, 1 კი - ორიოლის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. დრონებით თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა და არც ნგრევა მომხდარა.

არსებულ ვითარებაზე ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტმაც. 

"პუტინისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია კურსკის ოლქი დაგვატოვებინოს. ყველა ეს ისტორია, ყველა მაჩვენებელი, ახალი რაკეტების გამოყენება ამაზე მეტყველებს. მას სურს 20 იანვრამდე დაიბრუნოს კურსკი. მისთვის მნიშვნელოვანია იმის დემონსტრირება, რომ ყველაფერს აკონტროლებს, მაგრამ ის სიტუაციას ვერ აკონტროლებს", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები