27 დეკემბერი 2024,   07:02
ვრცლად
14 დეკემბრამდე უნდა იყოს არჩეული ახალი პრეზიდენტი, ხვალ გვეცოდინება კონკრეტული თარიღი, გარკვეული პერიოდით ადრე იქნება საგანგებო განცხადება კანდიდატთან დაკავშირებით - ნინო წილოსანი

პარლამენტის ერთ-ერთი ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის თქმით, პრეზიდენტის კანდიდატურასთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა ის იქნება "საყოველთაოდ საყვარელი ადამიანი, რომელსაც გააჩნია ერთგულება და სანდოობა ქვეყნის მიმართ."

"მე ვფიქრობ, ამ ეტაპზე ცოტა ადრეა ამ დეტალებსა და კონკრეტიკაზე ვისაუბროთ, თუმცა ერთ-ერთი ამოსავალი წერტილი არის უპირობო სანდოობა და ერთგულება ამ ადამიანის. ამ ადამიანს უნდა ჰქონდეს ერთგულება ქვეყნის მიმართ. სამწუხაროდ, ჩვენ რაც სალომე ზურაბიშვილზე გამოვცადეთ იყო ის, რომ ამ ადამიანს არ უყვარს თავისი სამშობლო და ყველაზე ცუდი სახით დაგვანახა საკუთარი თავი, ბოლო პერიოდის განმავლობაში, მხოლოდ და მხოლოდ ვნებდა ჩვენს ქვეყანას. ამიტომ კანდიდატურა იქნება შერჩეული საყოველთაოდ საყვარელი ადამიანი, რომელსაც გააჩნია ერთგულება და სანდოობა ქვეყნის მიმართ. მე, როგორც ამ პროცესის ერთ მონაწილეს, ამ 300-ს ადამიანს შორის ერთ-ერთს, ვინც უნდა მივცე კანდიდატს, ამ პრინციპებით ვიხელმძღვანელებ.

14 დეკემბრამდე უნდა იყოს არჩეული ახალი პრეზიდენტი, შესაბამისად, ხვალ უკვე ჩვენ გვეცოდინება, როდის ჩაინიშნება კონკრეტული თარიღი. ამ არჩევის თარიღამდე, გარკვეული პერიოდით ადრე, იქნება საგანგებო განცხადება, სადაც საზოგადოებას ვამცნობთ იმ არჩევანს, რომელზეც შეჯერდა "ქართული ოცნება." საინტერესო დღის წესრიგი გველოდება, დეკემბერი დატვირთული იქნება", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

დღის ამბები