26 ნოემბერი 2024,   20:22
ვრცლად
აქციის მონაწილეს, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

აქციის მონაწილეს, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

წინასწარი პატიმრობა შეეფარდა აქციის მონაწილეს, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. სასამართლო სხდომის დაწყებამდე ანატოლი გიგაურს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.

შემთხვევა საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას მოხდა - დემონსტრანტებს და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პოლიციელს ხელი დაარტყა. დაკავებულს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პროკურორი თამარ იაკობაძე აცხადებს, რომ სასამართლომ ბრალდების მხარის არგუმენტაცია სრულად გაიზიარა.

"სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტაცია და ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოიყენა პატიმრობა.

მტკიცებულებების სახით არის ვიდეოჩანაწერი, რომელიც მოპოვებულია და წარმოდგენილია, ამ ვიდეო ჩანაწერზე დაინიშნა ექსპერტიზა, რომელმაც დაამტკიცა ბრალდებულის მონაწილეობა,"- აცხადებს თამარ იაკობაძე.

დღის ამბები