დღეს, საქართველოს 19 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის B ლიგაში პირველი შეხვედრა გამართა და ტურნირის მასპინძელ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან წარმატებას მიაღწია. მატჩი, ქართველი გოგონების სასარგებლოდ 1-0 დასრულდა. შეხვედრაში გატანილი ერთადერთი გოლი კი კესო მეტონიძის ანგარიშზეა. ქართველ გოგონებს ჯგუფურ ეტაპზე კიდევ ორი შეხვედრა აქვთ ჩასატარებელი. წარმატებული სტარტის შემდეგ წარმატების მიღწევა უელსელ და ლიეტუველ თანატოლებთან მატჩებშიც საჭიროა. რადგან A ლიგაში ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად, საუკეთესო მეორეადგილოსანიც აღზევდება. საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 2 დეკემბერს დასრულდება.
ავტორი: ლაშა დვალიშვილი.