01 დეკემბერი 2024,   16:37
ვრცლად
სირიელი მეამბოხეები ალეპოში შევიდნენ - შეტაკებებში 255 ადამიანი დაიღუპა

სირიელი მეამბოხეები ალეპოში ბრძოლების შემდეგ შევიდნენ. შეტაკებებში 255 ადამიანი დაიღუპა. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, მეამბოხე ძალები ბაშარ ალ ასადის ძალებს უპირისპირდებიან, რომელთაც, ირანისა და რუსეთის მხარდაჭერა აქვთ.

Deutsche Welle-ის ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებები ოთხშაბათს ისლამისტური დაჯგუფების, "ჰაიატ თაჰრირ ალ-შამის" კონტროლირებად ტერიტორიაზე დაიწყო. მათ შეუერთდნენ თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხე ძალები, რომლებიც საკუთარ თავს სირიის ეროვნულ არმიას უწოდებენ.

ალეპოში შესვლამდე მეამბოხე ძალებმა 50-ზე მეტი დასახლება დაიკავეს. გაერო-ს მონაცემებით, ბოლო სამი დღის განმავლობაში 27 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 14 000-მდე კი დევნილად იქცა.

დღის ამბები