03 დეკემბერი 2024,   04:03
ვრცლად
"შეშფოთებული ვართ საქართველოს მთავრობის ნაბიჯებით, რომლებიც აშორებს საქართველოს ევროპასთან უფრო მეტად ინტეგრაციისგან - ჩვენ ქართველი ხალხის მხარეს ვართ" - მეთიუ მილერი

შეშფოთებულები ვართ საქართველოს მთავრობის ნაბიჯებით, რომლებიც აშორებს საქართველოს ევროპასთან უფრო მეტად ინტეგრაციისგან, ჩვენ ქართველი ხალხის მხარეს ვართ, – აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი.

"თქვენ იცით, რომ ჩვენ სანქციებს ამ ტრიბუნიდან არ ვაანონსებთ. როგორც კი გვაქვს სანქციების შესახებ სათქმელი, ამის შესახებ ვამბობთ ხოლმე. თქვენ უკვე ნახეთ, რომ ჩვენ დავაწესეთ სანქციები საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების მიმართ. ნახეთ, რომ დავაწესეთ სავიზო შეზღუდვები, და ნახეთ სხვა ქმედებებიც, მათ შორის, მთავრობას 95 მილიონი დოლარის გამოყოფა შევუჩერეთ. ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ შეშფოთებულები ვართ იმ ნაბიჯებით, რომლებიც საქართველოს მთავრობამ გადადგა და რომლებიც აშორებს საქართველოს ევროპასთან უფრო მეტად ინტეგრაციისგან, რასაც, ვიცით, რომ ქართველი ხალხი უჭერს მხარს", – განაცხადა მეთიუ მილერმა.

ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ მილერს კითხვა დაუსვა, – "აშშ-მა სატრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა საქართველოსთან და სანქციები არ დააწესა, ვის მხარესაა ამერიკის შეერთებული შტატები?" – რაზეც მილერმა განაცხადა: "ჩვენ ქართველი ხალხის მხარეს ვართ".

დღის ამბები