04 დეკემბერი 2024,   22:29
ვრცლად
ცხრა დემონსტრანტს, რომლებმაც რეჯეფ თაიფ ერდოღანს გამოსვლა შეაწყვეტინეს, წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

ცხრა დემონსტრანტს, რომლებმაც გასულ კვირას, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს გამოსვლა შეაწყვეტინეს, წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

Reuters-ის ინფორმაციით, ინციდენტი სტამბოლში ფორუმზე მოხდა, სადაც დემონსტრანტები სკანდირებდნენ ლოზუნგებს “შეწყვიტეთ გენოციდის მხარდაჭერა“. მათი მტკიცებით, მთავრობა გამოცხადებული ემბარგოს მიუხედავად, ისრაელში ნავთობის ექსპორტს განაგრძობს.

დემონსტრანტების მიმართ ერდოღანის რეპლიკის შემდეგ, პოლიციამ აქციის მონაწილეები ღონისძიებიდან გაიყვანა და მათ ბრალი ოფიციალურად წაუყენა. დაკავებულებს პრეზიდენტის შეურაცხყოფასა და უკანონო დემონსტრაციაში მონაწილეობაში ადანაშაულებენ.

დღის ამბები