რუსთაველის გამზირზე აქცია ამ წუთებში ისევ გრძელდება. დაახლოებით 1:15 საათიდან ტერიტორიაზე აღარ იმყოფება სპეცრაზმი და ვითარებას მხოლოდ პოლიციელების დანაყოფები აკვირდებიან, თუმცა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება წყლის ჭავლის მანქანები, რომლებიც დღეს სამართალდამცველებს არ გამოუყენებიათ.
დღევანდელი საპროტესტო აქცია უკვე მერვე საათია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. დემონსტრანტები ძირითადად პირველის სკოლიდან ოპერის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან გაშლილები.
აქციის მონაწილეთა მცირე ჯგუფები პერიოდულად ჭიჭინაძის ქუჩის დასაწყისში მობილიზებულ საპოლიციო დანაყოფთან მიდიან და მათთან კომუნიკაციაში შესვლას ცდილობენ.
დღეს აქციის მონაწილეთა მხრიდან არც პიროტექნიკის გამოყენებას ჰქონია ადგილი. მათ რამდენჯერმე გაისროლეს ფოიერვერკები. ოპერის თეატრის წინ დაანთეს ცეცხლი და ღამის განმავლობაში სიმღერითა და შეძახილებით ამხნევებენ ერთმანეთს.