ქუთაისში გამართულ საპროტესტო აქციაზე, რამდენიმე წუთის წინ ხმაური იყო. მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება მაშინ დაიძაბა, როდესაც დემონსტრანტმა სამართალდამცველის მიმართულებით გაურკვეველი საგანი ისროლა.
აქციის არასრულწლოვანი მონაწილე ადგილიდან მიიმალა, თუმცა, მოგვიანებით სამართალდამცველებმა ის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე იპოვეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.