14 დეკემბერი 2024,   09:39
ვრცლად
სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებს

სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა. მიუხედავად სამართალდამცველების მოწოდებისა, აქტივისტები ადგილზე რჩებიან.

ტექნიკა და სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც აქტივისტებმა პარლამენტის შენობას პიროტექნიკა ესროლეს. პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, ერთი სამართალდამცველი დაშავდა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყება აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, პროტესტი კანონით დადგენილ ფარგლებში გამოხატონ.

ცნობისთვის, თბილისში საპროტესტო აქციის მე-9 დღე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დადგება.

 

დღის ამბები