26 დეკემბერი 2024,   14:13
ვრცლად
მომიტინგეების მიერ პიროტექნიკის დამიზნებით სროლის შემდეგ, სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო

სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო.

საპოლიციო ძალებმა სპეცტექნიკა მას შემდეგ გამოიყენეს, რაც აქციის მონაწილეებმა მათ წინააღმდეგ პიროტექნიკა გამოიყენეს და სპეცრაზმელებს დამიზნებით ესროლეს.

წყლის ჭავლის პარალელურად, იმის ხმა, რომელიც აქტივისტებს დაშლისკენ მოუწოდებს.

ცნობისთვის, ტექნიკა და სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც აქტივისტებმა პარლამენტის შენობას პიროტექნიკა ესროლეს. პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, ერთი სამართალდამცველი დაშავდა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყება აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, პროტესტი კანონით დადგენილ ფარგლებში გამოხატონ.

ცნობისთვის, თბილისში საპროტესტო აქციის მე-9 დღე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დადგება.

 

დღის ამბები