თბილისის სასამართლო ამ წუთებში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის საქმეზე მსჯელობს. ცოტა ხანში ცნობილი გახდება დატოვებს თუ არა მოსამართლე ჭიჭინაძეს პატიმრობაში, თუ გაითვალისწინებს დაცვის მხარის შუამდგომლობას და გაათავისუფლებს მას დარბაზიდან. ანდრო ჭიჭინაძეს 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. სხდომას მსახიობის კოლეგები და ოჯახის წევრები ესწრებიან. პროცესზე ერთდროულად იხილავენ კიდევ 5 პირის, მათ შორის, იუმორისტ ონისე ცხადაძის საქმეს.
"ველოდებით ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება ანდროს სასარგებლოდ. ჩემი აზრით, მის მოქმედებაში რა კვალიფიკაცია უნდა იყოს ისეთი დამამძიმებელი, მე ეჭვი მეპარება. მინდა რომ სულ ყველა მშვიდობიანად გამოვიდნენ ამ სიტუაციიდან, რაც ამჟამად არის," - განაცხადა ანდრო ჭიჭინაძის მამამ, ოთარ ჭიჭინაძემ.