18 აგვისტო 2026,   13:37
ვრცლად
ეროვნულმა ბანკმა არასაბანკო სექტორის წარმომადგენლებისთვის სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებში სემინარების სერია გაიმართა, რომელსაც 200-ზე მეტი სუბიექტი დაესწრო

საგანმანათლებლო სივრცის პროექტის ფარგლებში, ეროვნულმა ბანკმა არასაბანკო სექტორის წარმომადგენლებისთვის სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებში სემინარების სერია "არასაბანკო სექტორის მდგრადობა: გამჭვირვალობა და ანგარიშგება" გაიმართა, რომელსაც 200-ზე მეტი სუბიექტი დაესწრო.

შეხვედრების ფარგლებში, ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების წარმომადგენლებსა და სესხის გამცემ სუბიექტებს ანგარიშგების მიმართულებით განახლებული მოთხოვნები წარუდგინა.

სემინარის მონაწილეები, ასევე გაეცნენ ფინანსური ანგარიშგების შევსებისა და ელექტრონული პორტალის გამოყენების განახლებულ ინსტრუქციას.

დღის ამბები