ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს, ასევე, იუმორისტ ონისე ცხადაძესა და კიდევ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა - გაეთავისუფლებინათ დაკავებულები დარბაზიდან. მათ 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სხდომას ანდრო ჭიჭინაძის კოლეგები, ოჯახის წევრები და დაკავებულების ახლობლები ესწრებოდნენ.
"ვითანამშრომლებ გამოძიებასთან, ყველაფერს ვფიცავ, არავის არაფერში ხელს არ შევუშლი - გთხოვთ, გირაო შემიფარდოთ" - ასეთი იყო ერთ-ერთი ბრალდებულის ონისე ცხადაძის სიტყვა სასამართლოს პროცესზე.