10 აგვისტო 2026,   15:11
ვრცლად
განათლების სამინისტროსთან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები საპროტესტო აქციას მართავენ

განათლების სამინისტროსთან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ქვეყანა ევროპულ კურსს უნდა დაუბრუნდეს. მათივე შეფასებით, სტუდენტები კარგავენ უკეთესი განათლების მიღების შესაძლებლობას. აქციაზე იყო პერფორმანსიც. შეკრებილებმა თქვეს, რომ დაწვეს "ქართული ოცნების" დეპუტატების დიპლომების ასლები.

ახალი არჩევნებისა და დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით, განათლების სამინისტროდან პარლამენტამდე მსვლელობაც იგეგმება.

დღის ამბები