სირიელი მეამბოხეები სირიის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ დაირ-ელ-ზავრს აკონტროლებენ - განცხადება ამის შესახებ და შესაბამისი კადრები სირიის რევოლუციურმა სამხედრო მედიამ გაავრცელა.
ასევე, გავრცელდა ქალაქ ლატაკიაში გადაღებული კადრებიც - შეგახსენებთ, რომ პოსტზე იერიში ისრაელმა რამდენიმე დღის წინ მიიტანა.
პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობის დაშლის შემდეგ, ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათმა თვითმფრინავებმა 350-ზე მეტ ობიექტს შეუტიეს, მათ შორის, საზენიტო ბატარეებს, სამხედრო აეროდრომებს, იარაღის წარმოების ობიექტებს, საბრძოლო თვითმფრინავებსა და რაკეტებს.
ისრაელის განცხადებით, სირიის მასშტაბით დარტყმები მიზნად ისახავდა სტრატეგიული იარაღისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებას, რადგან ის არ გამოეყენებინათ მეამბოხე ჯგუფებს.
ისრაელის არმიამ ასევე გაავრცელა კადრები, სადაც ნაჩვენებია, როგორც მოქმედებენ ჯარები ბუფერულ ზონაში, რათა დაიცვან "გოლანის სიმაღლეების მშვიდობიანი მცხოვრებლები და ისრაელის თითოეული მოქალაქე".