17 დეკემბერი 2024,   16:33
ვრცლად
ევროპარლამენტის პრეს-რელიზი: "მეცოლამ ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში მიიწვია და სიტყვით გამოსვლა შესთავაზა"

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში მიიწვია და მომავალ სესიაზე სიტყვით გამოსვლა შესთავაზა. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეს-რელიზშია აღნიშნული.

პრეზიდენტმა მეცოლამ, თბილისის ქუჩებში გამართული საპროტესტო აქციების მონაწილეებს ევროპარლამენტის სახელით სოლიდარობა გამოუცხადა.

"საქართველოს მოქალაქეებო, ჩვენ გხედავთ, გისმენთ და თქვენს გვერდით ვდგავართ“, - განაცხადა მეცოლამ და ევროკავშირს მოუწოდა გადამწყვეტი ზომები მიიღონ იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობაზე.

დღის ამბები