21 დეკემბერი 2024,   16:27
ვრცლად
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ევროპულ რეესტრში რეგისტრაციის შეჩერებას გაასაჩივრებს

საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს - უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ რეესტრში რეგისტრაცია ოფიციალურად შეუჩერდა.

რეესტრმა აღნიშნული გადაწყვეტილება 2023 წელს არსებული ხარვეზის საფუძველზე მიიღო, თუმცა ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ აღნიშნული ხარვეზი უკვე აღმოფხვრილია და კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელებულია. ცენტრი გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ემზადება.

დღის ამბები