"ახალი წლის დღეების" ფარგლებში, სანახაობრივად დატვირთულ საახალწლო ღინისძიებებს უმასპინძლა აბაშამ.
საღამო კონცერტითა და საზეიმო ფეიერვერკით დასრულდა, აინთო ქალაქის ნაძვის ხეც.
დასკვნით კონცერტზე ადგილობრივების განწყობაზე ქართული ესტრადის წარმომადგენლებმა იზრუნეს.
"ახალი წლის დღეები" საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით წელს უკვე მეოთხედ იმართება.