28 დეკემბერი 2024,   13:41
ვრცლად
"აქ არის ხელოვნების დარგის თითქმის ყველა წარმომადგენელი და ხალხი, რომელსაც სტკივა თავისი ქვეყანა და იმედია, რომ ხელოვნების სიტყვას მაინც გაიგონებენ" - ნინო სუხიშვილი

ცოტა ხნის წინ თბილისში მუსიკოსებისა და მსმენელების მარში გაიმართა, რომელიც ფილარმონიიდან დაიწყო. "სიმღერ-სიმღერით გაგისტუმრებთ!" - ამ შინაარსის ბანერით შეიკრიბა ხელოვანების ნაწილი საკონცერტო დარბაზის წინ, რის შემდეგაც მსვლელობით გმირთა მოედნისკენ დაიძრნენ.

მომღერლებისა და მელომანების მარშმა მოგვიანებით ოპერისა და ბალეტის თეატრთან, შემდეგ კონსერვატორიასთან, ბოლოს კი პარლამენტთან გადაინაცვლა. ხელოვნების სფეროს ცნობილი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ გზით ცდილობენ აიძულონ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს მოუსმინოს.

"აქ არის ხელოვნების დარგის თითქმის ყველა წარმომადგენელი; აქ არიან მომღერლები, მუსიკოსები, მსახიობები, მოცეკვავეები და ხალხი, რომელსაც სტკივა თავისი ქვეყანა და იმედია, რომ ხელოვნების სიტყვას მაინც გაიგონებენ", - აცხადებს ქართული ნაციონალური ბალეტის "სუხიშვილების" მმართველი დირექტორი ნინო სუხიშვილი.

დღის ამბები