ახლო აღმოსავლეთში ვითარება ისევ უკიდურესად დაძაბულია. ისრაელის ძალებმა იერიში ღაზაში, კამალ ადვანის საავადმყოფოზე მიიტანეს. არიან დაღუპულები და დაშავებულები.
დაზიანებულია შენობის დიდი ნაწილი. ამ დრომდე უცნობია იმ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც კლინიკაში მკურნალობდნენ.