01 იანვარი 2025,   17:40
ვრცლად
ქარელში საახალწლო ღონისძიებისთვის ემზადებიან

ქარელში მთავრობის გადაწყვეტილებით დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოეწყობა საშობაო ბაზრობა, გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო გასართობი სივრცეები.

ტერიტორიაზე განთავსებული იქნება ხის საახალწლო სახლები, ფოტო გადასაღები სტენდები და ინსტალაციები. საზეიმოდ აინთება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. საახალწლო ღონისძიება კონცერტითა და საზეიმო ფეიერვერკით დასრულდება.

დღის ამბები