01 იანვარი 2025,   17:32
ვრცლად
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში "ახალი წლის დღეები" იმართება

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში "ახალი წლის დღეები" იმართება. მერიის შენობის მიმდებარედ განთავსებულია საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. მოეწყო საშობაო ბაზრობა, სადაც ადგილობრივი ნაწარმი და ხელნაკეთი ნივთები გამოიფინა, ასევე გაიმართა სადღესასწაულო მარში.

სანტამ პატარებს საჩუქრები გადასცა. საახალწლო ღონისძიება ფეიერვერკით და გალაკონცერტით დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას "თეატრალური კვარტეტი", ანსამბლი "გორდელა" და ჯგუფი "გუფილენდი" მიიღებენ.

დღის ამბები