ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, მოადგილე ირინე წაქაძესთან და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორ რუსუდან კოხოძესთან ერთად, მცირე საოჯახო ტიპის სახლში მყოფ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ახალი წელი მიულოცა.
"მცირე საოჯახო ტიპის სახლები სრულიად ადაპტირებულია შშმ პირებზე. სპეციალიზებული საოჯახო ტიპის სახლი ბავშვების ინდივიდუალურ საჭიროებებზეა მორგებული და უზრუნველყოფს, როგორც 24საათიან ზრუნვას, ისე საექთნო მომსახურებასა და ფსიქოსოციალურ დახმარებას", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სპეციალიზებული მცირე საოჯახო ტიპის სახლები დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ფარგლებში გაიხსნა.