თბილისის მერი კახა კალაძე ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
"ვწუხვარ თბილისის ყოფილი მერის, თბილისის საპატიო მოქალაქის, ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალების გამო.
თბილისს გამოაკლდა ადამიანი, რომელმაც თავისი საქმეებით ნათელი კვალი დატოვა დედაქალაქის ცხოვრებაში.
ვიზიარებ ბატონი ნიკოს ოჯახის წევრების, ახლობლების, თბილისელების მწუხარებას", - აღნიშნავს კახა კალაძე.
ნიკო ლეკიშვილი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.