თბილისში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება. ცოტა ხნის წინ დასრულდა კონცერტები ორბელიანების მოედანსა და დედაენის ბაღში.
მსმენელის წინაშე ჯგუფი "ურსა" და "ელიტ ბენდი" წარდგნენ.
თბილისში საახალწლო სოფელი სამ ადგილას არის მოწყობილი. ორბელიანების მოედნისა და დედაენის ბაღის გარდა, ყინულის მოედანი და გასართობი სივრცეებია მოწყობილი იუსტიციის სახლთანაც.
საახალწლო სოფელი 21 დეკემბერს გაიხსნა და საზეიმო ღონისძიებები 14 იანვრამდე გაგრძელდება.