შობის ღამეს თბილისის მეტრო მგზავრებს გახანგრძლივებული გრაფიკით მოემსახურება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.
მათივეც ცნობით, მეტროპილიტენი მუშაობას 7 იანვრის 00:00-ის ნაცვლად, 03:00 საათზე დაასრულებს.
6 იანვრის 23:00 საათიდან მგზავრთა მომსახურება უფასო იქნება.