რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები შობის დღესასწაულს ერთად შეხვდნენ და საშობაო ალილო შეასრულეს.
ქაშუეთის ტაძართან საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც მივიდა და შობის დღესასწაულს აქციის მონაწილეებთან ერთად შეხვდა.
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე სანთლები დაანთეს და ერთმანეთს შობას ულოცავენ.