12 აგვისტო 2026,   07:11
ვრცლად
კახა კალაძე: თბილისი და საერთოდ, მთელი საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უსაფრთხო ქალაქი და ქვეყანაა, მაგრამ ბოლო დროს, სამწუხაროდ, საზღვარგარეთიდან მოქმედმა ძალებმა დაიწყეს ახალი პროპაგანდისტული კამპანია ჩვენი ხალხისა და ჩვენი ინტერესების წინააღმდეგ

საქართველოს წინააღმდეგ ბოლო პერიოდში მიმდინარე საბოტაჟსა და ჰიბრიდულ ომზე, დედაქალაქის მერმა ჟურნალისტთან და ბლოგერთან ნობელ არუსტამიანთან ინტერვიუში ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, უცხოეთიდან მართულმა ძალებმა ახალი პროპაგანდისტული კამპანია დაიწყეს ქართველი ერისა და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ.

დედაქალაქის მერი ინტერვიუში ამბობს, რომ თბილისი და მთლიანად საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ადგილია, სადაც არავინ ექცევა ტურისტს ცუდად, რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს ის.

"ჩვენთან ძალიან უსაფრთხოა. შემიძლია ვთქვა, რომ თბილისი და მთლიანად საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ადგილია მსოფლიოში ტურისტებისთვის.

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში უცხო ძალების მიერ წარმოებს პროვოკაციული კამპანია ჩვენი ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ. ამტკიცებენ, რომ ქართველები ცუდად ეპყრობიან ტურისტებს და მოუწოდებენ არ ჩამოვიდნენ საქართველოში. სოციალურ ქსელში ყალბი ექაუნთების და ბოტების დახმარებით ავრცელებს დეზინფორმაციას. წერენ, რომ ადგილობრივი ქართველები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებენ. აფუჭებენ იმ კერძებს, რომელსაც რუსი ტურისტები უკვეთავენ რესტორანში. ეს არის ტყუილის ერთი ნაწილი, რომელიც ვრცელდება ისეთ მსხვილ ინტერნეტ საიტებზე, რომელსაც მილიონობით აუდიტორია ჰყავს. ამ ყველაფერს აქტიურად ავრცელებენ ის ბლოგერები, რომლებსაც სავარაუდოდ ამ ყალბი ინფორმაციის შემქმნელები აკონტროლებენ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება ქვეყნის ინტერესების დაზიანების ფაქტზე. ეს კამპანია ორგანიზებულია უცხოეთიდან ჩვენი სახელმწიფო ინტერესების და ქვეყნის ეკონომიკის დასაზიანებლად.

მინდა გულწრფელად და ოფიციალურად განვაცხადო, რომ რაც სოციალურ ქსელში ვრცელდება სრული ტყუილია. ჩვენს ქვეყანაში არ ექცევა ცუდად არცერთ ტურისტს, არ აქვს მნიშვნელობა მის ეროვნებას. ჩვენი ხალხი სტუმარს ღვთის საჩუქრად მიიჩნევს, ნებისმიერი ადამიანი ვინც ერთხელ მაინც ყოფილა საქართველოში კვლავ სურს დაბრუნება.

კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, არ დაიჯეროთ ტყუილი, ჩამოდით საქართველოში და თავად ნახეთ ჩვენი ლამაზი ქვეყანა დიდი ისტორიით და კულტურით. გპირდებით, არასოდეს დაგავიწყდებათ საქართველოში გატარებული ბედნიერი მომენტები. ასე რომ, ყოველთვის კეთილი იყოს თქვენი მობრძანება," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები