ლოს ანჯელესში, რამდენიმე საათში, ცეცხლმა ასობით ჰექტარი ტერიტორია მოიცვა. მასშტაბური ტყის ხანძრის გამო, საჭირო გახდა 30 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია. გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 13 000-მდე შენობას საფრთხე ემუქრება. ამასთან, კალიფორნიაში წითელი დონის გაფრთხილება გამოაცხადეს, რაც უკიდურეს საფრთხეს გულისხმობს.