ტიბეტში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, 3 000-ზე მეტი სახლია განადგურებული. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები ჰიპოთერმიის რისკის ქვეშ რჩებიან - ღამით ტემპერატურია -18 გრადუსამდე დაეცა.
ბოლო მონაცემებით, სულ მცირე, 126 ადამიანია დაღუპული. ნგრევის შედეგად, 90-მდე პირი დაშავდა.
ჰიმალაის მთისწინეთში, ევერესტთან ახლოს მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრემ 6,8 მაგნიტუდა შეადგინა. ბიძგები იგრძნობოდა ნეპალსა და ინდოეთის ზოგიერთ დასახლებაშიც.
სამაშველო ოპერაციას ყინვა ართულებს.