09 იანვარი 2025,   07:01
ვრცლად
ნიუ-იორკის მეტროში ქალის დაწვის საქმეზე დაკავებული ამბობს, რომ არაფერი ახსოვს - რა უთხრა კაცმა პოლიციელებს კადრების ნახვის შემდეგ

33 წლის უსაბუთო მიგრანტი გვატემალადან, სებასტიან საპეტა-ქალილი, რომელიც 2024 წლის 22 დეკემბერს მომხდარი მკვლელობის საქმეზეა დაკავებული, აცხადებს, რომ არ ახსოვს, როგორ წაუკიდა ნიუ-იორკის მეტროში ქალს ცეცხლი.

დაკითხვისას, კაცმა რამდენჯერმე თქვა, რომ ვერაფერს იხსენებს, რის შემდეგაც დაკავებულს ვიდეომასალა აჩვენეს.

"ოჰ, ჯანდაბა, ეს მე ვარ", - თქვა მან პოლიციაში დაკითხვისას.

კაცის კომენტარების ჩანაწერები სასამართლო სხდომაზე წარადგინეს.

"ძალიან ვწუხვარ. არ ვაპირებდი. მე ნამდვილად არ ვიცი... არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ძალიან ვწუხვარ იმ ქალის გამო", - განაცხადა დაკავებულმა.

სებასტიან საპეტა-ქალილის დაკავების ოქმში მის მისამართად მითითებულია უსახლკაროთა ბრუკლინში მდებარე თავშესაფარი, სადაც ნარკოდამოკიდებულებას ებრძვიან. 

კაცმა პოლიციას განუცხადა, რომ 5 წელია, შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და ქუინსში მუშად მუშაობდა.

გამოძიების ინფორმაციით, 57 წლის ქალი ბრუკლინში გაჩერებულ F მატარებელში იმყოფებოდა, როდესაც მამაკაცი მიუახლოვდა და მის ტანსაცმელს, სანთებლით, ცეცხლი წაუკიდა. ქალი ადგილზე დაიღუპა.

დღის ამბები