09 იანვარი 2025,   06:42
ვრცლად
ისრაელი ღაზაში სამხედრო ოპერაციას განაგრძობს - ცახალის იერიშებს ჰუმანიტარულ ზონაში 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ისრაელი ღაზაში სამხედრო ოპერაციას განაგრძობს - ცახალის იერიშებს დღეს "ალ-მავასში" მდებარე ჰუმანიტარულ ზონაში 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 2 ჩვილია.

სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზეც, რამალაჰში, სადაც ისრაელელმა სამხედროებმა ბოლო რამდენიმე საათში ხუთი ადგილობრივი დააკავეს. ათეულობით პალესტინელის დაკავების მიზეზი ტერიტორიაზე შეიარაღებული პირის მიერ 3 ისრაელელის მკვლელობა გახდა.

დონალდ ტრამპი ტერორისტული ორგანიზაციის "ჰამასისგან" ისრაელელი მძევლების სასწრაფო გათავისუფლებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი რეგიონს "ჯოჯოხეთის" მოწყობით ემუქრება.

დღის ამბები