20 იანვარი 2025,   13:11
ვრცლად
გიორგი გახარია პია კაუმას ვიზიტზე: საქართველოში, როგორც მინიმუმ, შემოტყუებით ჩამოდიოდა

ექსპრემიერის ბრალდებები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მისამართით - გიორგი გახარიამ ერთ-ერთ ტელეეთერში თქვა, რომ "ქართულმა ოცნებამ", ქვეყანაში გარკვეული ვიზიტების განხორციელებისა და ლეგიტიმაციის მისაღებად, ფული გადაიხადა. 

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი საუბრობს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით და ამბობს, რომ პია კაუმა საქართველოში, როგორც მინიმუმ, შემოტყუებით ჩამოდიოდა:

"უნგრეთისგან ლეგიტიმაციის მიღებას ხომ ფასი არ აქვს არა? "ოცნებამ" ფული გადაიხადა, ვიღაც სტუმრებსაც ელოდებოდა, მაგრამ ისინიც ვერ ჩამოვიდნენ.

ნატოს ხელმძღვანელმა, როცა ფორმალურად, მიყოლებით აგზავნიან... ჩვენ ხომ სერიოზულ თემებზე ვსაუბრობთ?!", - აღნიშნა გახარიამ.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პია კაუმა, გადახდილი ფულით ჩამოდიოდა საქართველოში, გახარიამ უპასუხა: "შემოტყუებით, როგორც მინიმუმ".

დღის ამბები