20 იანვარი 2025,   14:07
ვრცლად
ზურა ჯაფარიძის განცხადებას ოპოზიციაში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა

დაპირისპირებაა ოპოზიციაში - ამჯერად, მიზეზი ზურა გირჩი ჯაფარიძის განცხადება გახდა, სადაც ის ამბობს, რომ ოპოზიციამ, მოსახლეობაში ომის საფრთხის შიშის გასანეიტრალებლად, მოკლე გზავნილი ვერ შეიმუშავა.

ჯაფარიძის პოზიციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მისივე კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია და დაწერა, რომ "უნდა ჩამოყალიბდნენ, "ოცნებამ" ეფექტური მესიჯით მოიგო არჩევნები, თუ არჩევნები გაყალბდა?!".

არაერთგვაროვანია სხვა პარტიების პოზიციები, რაც სახელისუფლებო გუნდისთვის სიახლე არ არის.

"მე არჩევნებამდეც მიმაჩნდა, რომ ოპოზიციის გზავნილები იქნებოდა გაცილებით მძლავრი ერთიანი ფრონტის შექმნის პირობებში, რასაც მხარს ღიად ვუჭერდი, თუმცა სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა და კოალიციებმა სხვა კონფიგურაციით არჩიეს არჩევნებში შესვლა", - აცხადებს პარტიის ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა.

პარტიის ”გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაზა თავაძე:

"პროპაგანდას დაუპირისპირა თუ არა ოპოზიციამ თავის დროზე, თავისი არგუმენტები, ჩვენს პოლიტიკურ ძალას, იმასთან დაკავშირებით, რომ "ოცნება" მანიპულირებდა, როგორც ომით, ასევე მშვიდობით, ეს მთლიანად ლაიტმოტივად გასდევს ჩვენს წინასაარჩევნო კამპანიას". 

დღის ამბები