
ომი გრძელდება უკრაინაში. ოკუპანტებმა იერიში ზაპოროჟიეზე მიიტანეს. სარაკეტო თავდასხმის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ადმინისტრაციული შენობა და ავტომობილები.
მედიის ინფორმაციით, ნანგრევებიდან ერთი დაღუპული ამოიყვანეს, ერთს კი ამ დრომდე ეძებენ.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, მათი ნაწილი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სარაკეტო დარტყმა განხორციელდა კიევზეც. ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ნამსხვრევების გატანა მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.