09 თებერვალი 2025,   12:39
ვრცლად
ჰუმანიტარული დახმარება და სიცოცხლისთვის აუცილებელი პროდუქტების შეტანა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტიდან 15 წუთში სატვირთო მანქანებით დაიწყეს

ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების დღიდან ღაზას სექტორში პირველადი დახმარების მანქანები უკვე შევიდნენ.

გაეროს სურსათის სააგენტოს ინფორმაციით, მათი სატვირთო მანქანები ღაზაში შევიდნენ ორი გადასასვლელით: ზიკიმი ჩრდილოეთით და კერემ შალომი სამხრეთით. დაფიქსირდა სხვა სატვირთო მანქანებიც, რომლებიც ტერიტორიაზე რაფაჰის გადაკვეთის გავლით შევიდნენ.

"პირველმა სატვირთო მანქანებმა გადაიტანეს სიცოცხლისათვის აუცილებელი ხორბლის ფქვილი და მზა საკვების ამანათები სასოწარკვეთილი ადამიანებისთვის", - ნათქვამია მსოფლიო სასურსათო პროგრამის განცხადებაში პლატფორმა X-ზე

ამასთან, გაეროს წარმომადგენლის, ჯონათან უიტოლის ინფორმაციით, ჰუმანიტარული დახმარების  სატვირთოებმა ღაზაში შესვლა დღეს, ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის დაწყებიდან  15 წუთში დაიწყეს:  

"გასული დღეების განმავლობაში განხორციელდა უზარმაზარი ძალისხმევა ჰუმანიტარული პარტნიორების მხრიდან, რათა დატვირთულიყო და მომზადებულიყო ჯუმანიტარული ტვირთი მთელ ღაზაში", - წერს ის.

მისივე თქმით, ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის შესაჩერებლად დიდი რაოდენობით დახმარებაა საჭირო, ვინაიდან მშვიდობიან მოსახლეობას ბევრი ძირითადი საჭიროება აკლია.

 

წყარო: BBC

დღის ამბები