
აშშ-ში, ვაშინგტონში მომხდარ ავიაკატასტროფას სავარაუდოდ ვერავინ გადაურჩა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში, რთულ პირობებში მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება. თუმცა, სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, ისინი სამძებრო სამაშველო ოპერაციიდან "აღდგენით ოპერაციაზე" გადავიდნენ, რადგან გადარჩენილების პოვნის ყველა იმედი ამოიწურა.
მაშველებმა მდინარიდან უკვე 30-ზე მეტი გარდაცვლილის ცხედარი ამოიყვანეს.
ცნობისთვის, American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი სამხედრო ვერტმფრენს რონალდ რეიგანის სახელობის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს შეეჯახა. თვითმფრინავში 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი, ვერტმფრენში კი, 3 ჯარისკაცი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფა მაშინ მოხდა, როცა თვითმფრინავი ეშვებოდა. შეჯახების შემდეგ თვითმფრინავი და ვერტმფრენი მდინარე პოტომაკში ჩავარდნენ.