13 ოქტომბერი 2026,   22:14
ვრცლად
ზელენსკის სურს, რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვით მსოფლიოს პრობლემები შეუქმნას - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც შეერთებულმა შტატებსა და რუსეთს შორის ნავთობით ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააკრიტიკა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ზელენსკის სურს რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვით მსოფლიოს პრობლემები შეუქმნას.

აშშ-ის პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ომის დასრულება ბევრჯერ შეეძლო, თუმცა ეს არ გააკეთა:

"ზელენსკის ამ ომის დასრულება არაერთხელ შეეძლო. მან ამის გაკეთება არ არჩია. ზელენსკის სურს, პრობლემები შეუქმნას მსოფლიოს. მას სურს, პრობლემები შეუქმნას ჩვენს ფერმერებს რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვით" - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

 

დღის ამბები