სამედიცინო სადისტრიბუციო კომპანია "თბილისი მედიკის" ორგანიზებით, "ექსპო ჯორჯიაში" თანამედროვე კლინიკური ინვენტარისა და მოწყობილობების საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა.
გამოფენა მიზნად ისახავს პლატფორმის შექმნას სამედიცინო სფეროში მიმდინარე სიახლეების გაცნობისთვისა და პროფესიული შეხვედრებისთვის, რომელსაც ადგილობრივი კლინიკური სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.