01 მარტი 2025,   00:05
ვრცლად
"ეს კომისია არის მორიგი სამარცხვინო ფარსი, რადგან "ქართული ოცნება" არაფრის გამოძიებას არ აპირებს" - საბა ბუაძე
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      "ლელოს" წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, "ქართული ოცნების" მიერ ინიციირებული საგამოძიებო კომისიის შექმნა ფარსია და ხელისუფლება არაფრის გამოძიებას არ აპირებს.

      "ეს კომისია არის მორიგი სამარცხვინო ფარსი, რადგან "ქართული ოცნება" არაფრის გამოძიებას არ აპირებს", - განაცხადა საბა ბუაძემ.

      პარტია "გახარია გახარია საქართველოსთვის" წევრის, თქმით, საგამოძიებო კომისია ხელისუფლებას სჭირდება იმისთვის, რომ საზოგადოება სიძულვილის ენით და ყალბი დაპირებებით კვებოს.

      "ეს, რომ შოუ და ცირკია, ეს ერთი უბედურებაა იმისთვის, რომ სიძულვილით და მათ შრის, ყალბი დაპირებებით კვებონ ხალხი. მეორე და ყველაზე მძიმე ამ ყველაფერში არის 2008 წლის აგვისტოს ომი", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

      მომავალი კვირიდან, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის პროცედურები იწყება. "ქართული ოცნების" ინიციატივით, კომისიამ 2003 - 2012 წლებში ხელისუფლებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეისწავლოს.

      საკითხი ორშაბათს ბიუროზე დაინიციირდება, რის მერეც, სესიაზე გავა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების ქმედებებს უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება და საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რა ხდებოდა იმ პერიოდში ქვეყანაში.

      დღის ამბები