26 თებერვალი 2025,   11:41
ვრცლად
"ქართული ოცნების" ინიციატივას, შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს მომხდარ დანაშაულებს გამოიძიებს, პარლამენტი მომავალ კვირაში განიხილავს
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      "ქართული ოცნების" მიერ გაჟღერებულ ინიციატივას, შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს მომხდარ დანაშაულებს გამოიძიებს, მომავალ კვირაში, პარლამენტი სესიაზე განიხილავს.

      უმრავლესობის ლიდერები ამბობენ, რომ ინიციატივის მიზანი დამნაშავეების სამართლებრივი დასჯა და საზოგადოების ინფორმირებაა, თუ რა ხდებოდა საქართველოში 2003-12 წლებში.

      "საგამოძიებო კომისიის მთავარი ფუნქციაა, რომ ფაქტები შეისწავლოს - გამოკითხული იქნება სხვადასხვა ადამიანი, მათ შორის, ის ადამიანები, რომლებიც შესაძლოა მოაზრებულები იყვნენ დამნაშავეებად და, ასევე, დაზარალებულები. მათი ჩვენებების საფუძველზე, თუ გამოიკვეთება სისხლის სამართლებრივი დანაშაული, შესაბამისი საგამოძიებო უწყებები (როგორიცაა პროკურატურა, შსს...) დაიწყებს საქმის წარმოებას და შესაბამისი მსჯავრი დადგება იმ პირების მიმართ, რომლებიც იქნებიან ამ კომისიის ჩატარებული გამოძიების ფარგლებში", - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსი ვახტანგ ჩოჩია.

       

      დღის ამბები
      მეტი