
BBC აუდიოჩანაწერს ავრცელებს და წერს, რომ ავიადისპეჩერები American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავისა და სამხედრო ვერტმფრენის შეჯახების თავიდან აცილებას ცდილობენ.
ავიაკატასტროფა რონალდ რეიგანი სახელობის აეროპორტის ტერიტორიაზე გუშინ მოხდა - ერთმანეთს სამგზავრო თვითმფრინავი და სამხედრო ვერტმფრენი შეეჯახა.
თვითმფრინავში 64, ხოლო ვერტმფრენში 3 ადამიანი იმყოფებოდა. ვერცერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდართან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება.