
დედაქალაქის საყოფაცხოვრებო ნარჩენების ალტერნატიული პოლიგონისთვის ტერიტორიის მოძიება გრძელდება. საჭირო კვლევების პირველი ეტაპი დასრულდა და ახლა სხვადასხვა ლოკაციაზე საველე შემოწმებაა დაგეგმილი.
მოქმედი პოლიგონი დიდი ლილოს დასახლებაში, ბოლო 15 წელია ფუნქციონირებს.
როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, ახალი ნაგავსაყრელისთვის ადგილის შერჩევის პროცესი საერთაშორისო ნორმებით განსაზღვრული პარამეტრებისა და პროცედურის გათვალისწინებით ხორციელდება.
ალტერნატიული პოლიგონი თბილისის შემოგარენში აშენდება.