გვიან ღამით დატოვა საპატიმრო "თბილისი მოლთან" სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობაზე დაკავებულმა რვავე პირმა, მათ შორის, გიგი უგულავამ და დიმიტრი ბიძინაშვილმა.
რამდენიმე საათით ადრე, სასამართლომ ბრალდებულებს, აღკვეთის ღონისძიების სახით, სხვადასხვა ოდენობით გირაო შეუფარდა. უგულავას, ბიძინაშვილსა და კიდევ 3 დაკავებულს 5 000-ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრათ, დანარჩენს - შედარებით ნაკლები.
ბრალდებულები, ადმინისტრაციული წესით, 2 თებერვალს დააკავეს, მომდევნო დღეს კი ყველა მათგანის ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსით გადაკვალიფიცირდა.