უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი თავის არმიას 100 000 სამხედროთი ზრდის. ამის შესახებ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი საერთოდ არ ემზადება მოლაპარაკებებისა და მშვიდობისთვის, არამედ ომის გასაგრძელებლად ემზადება.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ახალი თავმჯდომარის ვიზიტზე უკრაინაში.