
ბათუმში, რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია იწყება.
პროექტის მიხედვით, არსებული ქვაფენილი ასფალტის საფარით ჩანაცვლდება.
სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები, ტროტუარი, ბორდიურები და გზაგამყოფი ზოლი. სამუშაოების ღირებულება 22 მილიონამდე ლარს შეადგენს.