24 მარტი 2025,   01:35
ვრცლად
ნინო ღვაბერიძე პირელი ექიმია, რომელმაც საქართველოში აივ-ინფექცია გამოავლინა - ექიმი-ლაბორანტი ინფიცირებული ადამიანების გადასარჩენად დღემდე აქტიურად იბრძვის

ქალი, რომელმაც საქართველოში პირველი აივ-დადებითით ინფიცირებული ადამიანი გამოავლინა, ნინო ღვაბერიძეა. ექიმი-ლაბორანტი ინფიცირებული ადამიანების გადასარჩენად დღემდე აქტიურად იბრძვის.

შიდსი ქრონიკული დაავადებაა და ის ადამიანის იმუნურ სისტემას დროთა განმავლობაში მთლიანად ასუსტებს. თუ ინფექცია ორგანიზმში ხვდება, იქ სამუდამოდ რჩება, თუმცა მედიცინამ აივ-ინფექციის მართვის მიმართულებით, წლების განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

მკურნალობის უახლესი მეთოდების შედეგად, აივ/შიდსი დღეს უკვე მართვად ქრონიკულ დაავადებად გადაიქცა. მკურნალობის შედეგად, რომელიც საქართველოში უფასოა, ადამიანები ათწლეულების განმავლობაში სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობენ.

გასულ წელს ჩვენს ქვეყანაში შიდსის 558 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 123 აივ-დადებითი ბავშვია.

დღის ამბები